Back to Top Arrow

ისტორიული ცნობები კითხვა - პასუხი სპონსორობა მხარდამჭერები მეგობართა კლუბი რუკები
მთავარი პროექტის შესახებ პორტფოლიო დოკუმენტაცია გალერეა პრესა სასარგებლო ბმულები კონტაქტი
Home eng
ID -
სოციალური ქსელები
მთავარი

გამოცემა "აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" აფხაზეთის შესახებ ისეთი წიგნის გამოცემას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი თაობის და გემოვნების მკითხველს მიეცემა საშუალება უკეთ გაეცნოს აფხაზეთს, გაიგოს უფრო მეტი მის შესახებ ვიდრე სმენია. მკითხველს შესაძლებლობა მიეცემა ამ წიგნში მოიპოვოს ისეთი ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ, რომელიც გაბნეულია სამეცნიერო და სხვა სახის მასალებში სხვადასხვა გამოცემებში და ლიტერატურაში.

წიგნი აპოლიტიკურია, ის არ შეიცავს პოლიტიკურ ნიუანსებს. ის არ გახლავთ ამა თუ იმ პოლიტიკური მოძრაობის მხარდასაჭერი გამოცემა. წიგნში მხოლოდ რეალური ფაქტები, ისტორიის რეალური ფურცლებია მოქცეული.

ჩვენი გამოცემა არის ერთგვარი მცდელობა სხვადასხვა თემატიკის ერთ სივრცეში მოქცევისა, რომლიც გაუადვილბს მკითხველს აფხაზეთის შესახებ თითქმის ნებისმიერი ინფორმაციისა და სამეცნიერო ნაშრომის მოძიებას.

წიგნი მოიცავს სამეცნიერო ნაშრომების კრებულს აფხაზური მითებისა და საგმირო ეპოსის, აფხაზეთის არქეოლოგიის, ისტორიული წარსულის, ეთნოგრაფიის,  ,,აფხაზთა“ მეფეთა ცხოვრების და მოღვაწეობის, ქრისტიანობის, კულტურული მემკვიდრეობის, ქალაქების, კურორტებისა და მსხვილი დასახლებების, ეკონომიკის, მასმედიის,გეოგრაფიის, ბუნებრივი პირობებისა და რესურსების, განათლების, ენისა და დამწერლობის, კულტურის, მხატვრობის, მწერლობისა და საზოგადო მოღვაწეების, მედიცინის, სპორტის, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების, პოეზიის, ლიტერატურის და აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის შესახებ.

გამოცემა ილუსტრირებულია თემატურად. მასში გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების სხვადასხვა მიმართულება და საშუალებები, რაც წიგნს უფრო საინტერესოსა და მდიდარს ხდის. წიგნში გამოყენებული მასალების უმრავლესობა პირველად ხდება ხელმისაწვდომი მკითხველისთვის.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს წიგნი საქართველოს ყველა ოჯახის ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს დაიკავებს.

წიგნი "აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" საქართველოს ისტორიის მანძილზე არის პირველი სამეცნიერო ენციკლოპედიური ხასიათის ალბომი, რომლის ანალოგი ჯერ არ გამოცემულა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია ერთ გამოცემაში მოთავსდეს სრული ინფორმაცია აფხაზეთზე, სწორედ ამიტომ, პროექტის მესვეურთა მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ წიგნის ყოველი მომდევნო ტირაჟი გამოიცემა შევსებული რედაქციით, ხოლო უახლოეს მომავალში ის ითარგმნება აფხაზურ, ინგლისურ, ფრანგულ, იაპონურ, რუსულ, უკრაინულ და სხვა ენებზე.

იბეჭდება მყარ ყდაში. გააჩნია ალბამური ფორმატის 610 გვერდი, რამდენიმე სანიშნე, ყუთი და გადასაადგილებელი ჩანთა. ბეჭდვისას გამოიყენება ოქროსა და ვერცხლის საღებავები.

წიგნის შესახებ