სად იბეჭდება წიგნი?

პროექტის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მისი საერთო კონცეფციიდან გამომდინარე, წიგნი უნდა დაიბეჭდოს უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე, მისი შეფუთვა უნდა აკმაყოფილებდეს ყველაზე პრეტენზიულ და თამამ მოთხოვნებს, შესაბამისად, ჩვენს მიერ ამ ეტაპზე წარმოებული მოლაპარაკებები ითვალისწინებს წიგნის ფინეთის, თურქეთის, ავსტრიის, ირანისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაბეჭდვის შესაძლებლობას, რაც მისი ბეჭდვის უფლების მოპოვებისთვის ჩამოთვლილ ქვეყანათა რამდენიმე სტამბას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას საკონკურსო წესით მოიპოვოს წიგნის ბეჭდვის უფლება. კომპანია, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს მიერ მოთხოვნილ ყველა პირობას, გახდება ამ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და მოიპოვებს წიგნის ბეჭდვის უფლებას.

 

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტი
აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო