ვინ არის წიგნის რედაქტორი და გამომცემელი?

ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი სარედაქციო შემადგენლობაა, რომელიც ხუთ ცალკეულ დეპარტამენტად იყოფა. მათ შორის: სარედაქციო საბჭო, ავტორთა სამეცნიერო სათათბირო, საკონსულტაციო სათათბირო, სარეცენზიო საბჭო, ფოტორედაქცია და მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტი. შესაბამისად, წიგნს ერთი რედაქტორი არ ჰყავს, სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში ცნობილი და ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები შედიან. სარედაქციო საბჭოში ხუთი მეცნიერია: ჯემალ გამახარია, როინ მეტრეველი, ლია ახალაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ბეჟან ხორავა და სერგო ვარდოსანიძე. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ცნობები და ბიოგრაფიული მონაცემები მათ შესახებ ჩვენი ვებ-საიტის ,,მიმდინარე პროექტების“ განყოფილებაში, შესაბამის ვებ-გვერდებზე.

 

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტი
აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო