რა თემებია განთავსებული წიგნში, არის თუ არა მასში 1992-1993 წლების ომის შესახებ ინფორმაცია?

წიგნი მოიცავს სამეცნიერო ნაშრომების კრებულს აფხაზური მითებისა და საგმირო ეპოსის, აფხაზეთის არქეოლოგიის, ისტორიული წარსულის, ეთნოგრაფიის,  ,,აფხაზთა“ მეფეთა ცხოვრების და მოღვაწეობის, ქრისტიანობის, კულტურული მემკვიდრეობის, ქალაქების, კურორტებისა და მსხვილი დასახლებების, ეკონომიკის, მასმედიის,გეოგრაფიის, ბუნებრივი პირობებისა და რესურსების, განათლების, ენისა და დამწერლობის, კულტურის, მხატვრობის, მწერლობისა და საზოგადო მოღვაწეების, მედიცინის, სპორტის, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების, პოეზიის, ლიტერატურის და აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის შესახებ. 1992-1993 წლების ომის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია რუბრიკაში  რუსეთ - საქართველოს ურთიერთობა.

 

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტი
აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო