რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს წიგნი სახლში?

პროექტი ეხება საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონის -აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ეთნოლოგიის, ეკონომიკისა და განათლების წარმოჩენას მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე. პროექტის საშუალებით  ფართო საზოგადოება და უპირველესად ჩვენ, ქართველები და აფხაზები უკეთ გავიცნობთ აფხაზეთს და მის წვლილს საქართველოს ისტორიაში, ჩვენი საერთო ქვეყნის განვითარებაში. ეს წიგნი გაამდიდრებს იმ ადამიანთა შემეცნებას, ვინც არ იცნობს საქართველოს ამ რეგიონს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ ჩვენ, აფხაზებსა და ქართველებს არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, გარდა სამშობლოს ერთიანობისა.

 

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტი
აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო