რას მოუტანს ამ წიგნის გამოცემა საქართველოს?

პროექტი ქართველთა და აფხაზთა რეალური, ისტორიული თანაცხოვრების პოპულარიზაციას ეწევა. ამდენად, ის საინტერესოა არა მარტო საგამომცემლო და შემეცნებითი თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურადაც. დღეს, 21-ე საუკუნეში, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთი ჩამოშორებულია საქართველოს იურისპუდენციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ძალზე მნიშვნელოვანია აფხაზეთის შესახებ ნებისმიერი ისეთი პროექტის განხორციელება და პოპულარიზაცია, რომელიც აფხაზებისა და ქართველების თანაცხოვრებას ასახავს, ხოლო წიგნი ,,აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ ამის უნიკალური შესაძლებლობაა. ყოველი ჩვენგანი ვალდებულია ემსახუროს ქვეყანას, მის განვითარებასა და სუვერენიტეტს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იქ, სადაც შეგვიძლია...

 

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტი
აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო