რატომ უნდა დაინტერესდეს ბიზნეს სექტორი ამ პროექტის დაფინანსებით?

საბედნიეროდ, ჩვენს ჯგუფს წილად ხვდა ემუშავა ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვან ისეთ პროექტზე, როგორიცაა ,,აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“, სწორედ ამ პროექტზე მუშაობისას თითოეული ჩვენგანისთვის ცხადი გახდა, რომ ქართული ბიზნესი, ელიტარული კომპანიები და მათი მესვეურები, არათუ დაინტერესებულნი არიან ასეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ, რუდუნებითა და დიდი მონდომებით ბევრად მეტს გვთავაზობენ ვიდრე ჩვენს მიერაა შეთავაზებული, ასეთი მიდგომა კი უდაოდ ჩვენი ქვეყნის დიდი სიყვარულით აიხსნება. პროექტი ,,საქართველო და მსოფლიო“ და მით უფრო მისი გამოცემა ,,აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ არ გახლავთ რიგითი საგამომცემლო პროექტი, ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს საიმიჯო გამოცემაა.

 

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტი
აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო