აფხაზი ხალხისთვის არა, მაგრამ სეპარატისტულად და მტრულად განწყობილი ნებისმიერი ეროვნების  ადამიანისთვის, რომლის თვითმიზანი ნებისმიერი ნაშრომის ან პროექტის კრიტიკაა, რა თქმა უნდა, მიუღებელი და გამაღიზიანებელი იქნება. თუმცა ჩვენი პროექტის მთავარი ღირსება და მისი სიდიადე სწორედ ობიექტურობაშია, მით უფრო, როდესაც წიგნი და ზოგადად პროექტი პოლიტიკური სულისკვეთების არ გახლავთ, ის არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერ გამოცემას და შესაბამისად აპოლიტიკურია. კრიტიკოსთა და მეცნიერთა აზრით მას უკვე შეარქვეს ენციკლოპედიური, ალბომური ხასიათის, ისტორიულ-კულტურული და ეთნოგრაფიული კრებული, რომელიც სრულ ჭეშმარიტებაზეა დაყრდნობილი. მიუხედავად ასეთი განწყობისა, რაც მოსალოდნელია კიდეც, წიგნი იმდენადვე საინტერესო და მიმზიდველი იქნება სეპარატისტებისთვის, რამდენადაც მიუღებელი და გამაღიზიანებელი.

 

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტი
აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო