რატომ და რითია ეს წიგნი მნიშვნელოვანი?

პროექტი ,,საქართველო და მსოფლიო“-ს გამოცემა ,,აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტია. წიგნში რეგიონის შესახებ სხვადასხვა თემატიკა ერთიანადაა წარმოდგენილი. მასში მკითხველი აფხაზეთზე თითქმის ნებისმიერი ინფორმაციისა და სამეცნიერო ნაშრომის მოძიებას შეძლებს. გამოყენებული მასალის უმეტესობა პირველად ხდება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ეს არის სამეცნიერო ენციკლოპედიური ხასიათის ალბომი, რომლის ანალოგი ჯერ არ გამოცემულა. წიგნი გაფორმებულია ცნობილი ქართველი დიზაინერებისა და მხატვრების მიერ. პროექტის სარედაქციო შემადგელობა საზოგადოების ნდობით აღჭურვილ, ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა დიდი ჯგუფით არის წარმოდგენილი, რაც პროექტის აკადემიურ ღირებულებას ზრდის და მისი ხარისხის მთავარი გარანტია.                 

 

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტი
აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო