სად გავრცელდება წიგნი?
წიგნის პირველი ტირაჟი გამოცემისთანავე უსასყიდლოდ გადაეცემა: საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკებს. ასევე, დაგეგმილია საუნივერსიტეტო მხარდაჭერა, რაც მოიცავს საქართველოს 20 უმაღლესი სასწავლებლისათვის წიგნის გადაცემას და მათი საბიბლიოთეკო რესურსის შევსებას.   წიგნის ქართული ვერსია ასევე გადაეცემა საქართველოში აკრედიტებულ უკლებლივ ყველა დიპლომატიურ მისიას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ის გაეგზავნება უკლებლივ ყველა ქართულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას – საელჩოებსა და საკონსულოებს.  თავდაპირველად, წიგნის ქართული რედაქცია საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთათვის მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ხოლო შემდეგი ტირაჟირებისას კი უცხო ენოვანი გამოცემა ყველა იმ ქვეყნის წიმყვან (მთავარ) ბიბლიოთეკებს გაეგზავნება, სადაც ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა არსებობს. 
რა თქმა უნდა, პირველი ტირაჟიდან, დადგენილი წესითა და ოდენობით, წიგნებს მიიღებენ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები და კერძო პირები, სპონსორები, მხარდამჭერები და მეგობართა კლუბის წევრები.

 

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტი
,,აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო"